- პროექტის სახელწოდება: ,,სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი“
- პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადებით: პროექტის თემა მოიცავს კვლევას სიკვდილით დასჯის ფორმებზე, მისი გამოყენების ეფექტურობასა და საჭიროებაზე, სოციოლოგიურ გამოკითხვას კითხვაზე: გამართლებულია თუ არა სიკვდილით დასჯა?
- პროექტის აქტუალობა: პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებაში, რელიგიური მრწამსის გაღვივებაში და მისი, როგორც პიროვნების ფორმირებაში.
- მონაწილეთა ასაკი: XI კლასი (16–17წ)
- ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შედეგი მიღწეულია თუ მოსწავლეები ჩაატარებენ გამოკითხვას, რომელიც განსაზღვრავს თანატოლთა ჰუმანურობას, ან დესპოტიზმს, გაარკვევენ ვინ და რისთვის დასაჯეს სიკვდილით ქრისტეს დაბადებიდან დღემდე, სიკვდილით დასჯის რა ფორმები არსებობს, თანამედროვე ქვეყნები, რომელშიც ჯერ კიდევ არსებობს სასჯელის ეს უმაღლესი პორმა, წმინდანთა მაგალითზე იმსჯელებენ, რამდენად მნიშვნელოვანია სიკვდილით დასჯა, ანუ რა სასიკეთო მნიშვნელობის შეიძლება იყოს.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნები: ,,წმინდანთა ცხოვრება“ , ,,ჯინსების თაობა“, მოთხრობა ,,სარჩობელაზე“ , სამართლის წიგნები, ისტორია–კომუნიზმის სისხლიანი პერიოდი, თამარის ეპოქა, მსოფლიო ისტორია, და სხვ.
- პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები) : მოსწავლეები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადანაწილდებიან ჯგუფებად, გადაინაწილებენ მოვალეობებს: ისტორიული ინფორმაციის კვლევა, ლიტერატურული მასალის კვლევა,(ბიბლიოთეკებში, ინტერნეტში), ინტერვიუ მოძღვართან, სოციალური გამოკითხვა თანატოლებთან, შჯამება და პრეზენტაციის დაკაბადონება, ვიზუალური გაფორმება და მიღებული პროდუქტის პრეზენტაციის სახით გდმოცემა.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასსთან კავშირი: ისტორია, სახელმწიფო და სამართალი, ისტ–ი.
- პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ლელა ტალახაძე
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lelukatalakchadze@gmail.com
- პროეგტის ვებ–გვერდი/ბლოგი: lelukatalakchadze.blogspot.com
სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი (1)
View more presentations or Upload your own.